8-09-2019
გიორგი გახარიასა და მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტმა ნდობა გამოუცხადა - კენჭისყრა ახლახანს დასრულდა.
ახალ მთავრობას მხარი 98-მა დეპუტატმა დაუჭირა.
კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღიათ: "ნაციონალური მოძრაობის", "პატრიოტთა ალიანსისა" და „ევროპული საქართველოს" წევრებს.
განახლებული მინისტრთა კაბინეტი ასეთია:
პრემიერ-მინისტრი: გიორგი გახარია;
თავდაცვის მინისტრი: ირაკლი ღარიბაშვილი;
შინაგან საქმეთა მინისტრი: ვახტანგ გომელაური;
რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის მინისტრი: მაია ცქიტიშვილი;
იუსტიციის მინისტრი: თეა წულუკიანი;
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი: ნათია თურნავა;
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრი: მიხეილ ბატიაშვილი;
საგარეო საქმეთა მინისტრი: დავით ზალკალიანი;
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი: ლევან დავითაშვილი;
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი: ეკატერინე ტიკარაძე;
ფინანსთა მინისტრი: ივანე მაჭავარიანი;
სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში: ქეთევან ციხელაშვილი.