გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მიხეილ ყაველაშვილი: სახელმწიფოს, მოსახლეობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია

11-09-2019

„სახელმწიფოს, მოსახლეობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია“, - ამის შესახებ არლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მიხეილ ყაველაშვილი მერიასა და m2-ს შორის მემორანდუმის გაფორმებას მიესალმება:

„სახლი ყველაზე დიდი თავშესაფარია. დიდია ბედნიერება, როდესაც ადამიანებისთვის ამ სიხარულის მინიჭებაში ჩვენი წვლილიცაა. დაახლოებით 2500 ოჯახი თბილისში თავის კუთვნილ საცხოვრებელ სახლს მიიღებს. თბილისის მერიის 6 თვიანი მუშაობის შედეგად, მიღწეული იქნა შეთანხმება, რომ კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ადამიანების სახლებს m2 ააშენებს. ამ საკითხზე მუშაობის პროცესი საკმაოდ ხანგრძლივი და მოცულობითი იყო და საკანონმდებლო ცვლილებების შემუშავებაც კი გახდა საჭირო. მინდა ყველა ოჯახს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში სახლს ელოდება, მივულოცო ეს შესაძლებლობა და დავარწმუნო, რომ თუკი ყველა ერთად მოვინდომებთ შეუძლებელია არაფერია. სახელმწიფოს, მოსახლეობისა და ბიზნესის ერთობლივი ძალისხმევით ყველა პრობლემის მოგვარება შეგვიძლია!", - განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

შეგახსენებთ რომ, თბილისის მერიასა და კომპანია „m2 უძრავი ქონებას“ შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმდა.

აღნიშნული დოკუმენტის ფარგლებში, მხარეებმა გამოთქვეს მზადყოფნა, კომპეტენციის ფარგლებში, ხელი შეუწყონ სამშენებლო კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული მოსახლეობის წინაშე არსებული ვალდებულებების შესრულებას, დაუმთავრებელი მშენებლობების დასრულების გზით.

მშენებლობების დასრულების მიზნით m2 კომპანია „სვეტის“ თბილისში მდებარე სამ შეჩერებულ პროექტს გადაიბარებს (მირცხულავას ქუჩის #9-11, ნუცუბიძის ქუჩის #125ა, ჭყონდიდელის ქუჩის #22).

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930