14-09-2019
იტალიელი არტისტის მიერ დამზადებული ოქროს უნიტაზი მოიპარეს, - წერს BBC. მაურიციო კატელანას უნიტაზს „ამერიკა“ ჰქვია და მისი ღირებულება 1 მილიონი დოლარია. ის ბულგარეთში, არტისტის გამოფენასთან დაკავშირებით იყო წაღებული. მანამდე უნიტაზი ნიუ-იორკში მდებარე გუგენჰაიმის მუზეუმში იყო მოთავსებული და მუზეუმის სტუმრებს მისით სარგებლობაც შეეძლოთ.
18 კარატიანი ოქროს უნიტაზი ჯერ არ უპოვნიათ. თუმცა 66 წლის კაცი, რომელიც ქურდობაშია ეჭვმიტანილი, უკვე დააკავეს.
ასევე, საინტერესოა ის ფაქტი, რომ ოქროს უნიტაზი 2017 წელს ნიუ-იორკის მუზეუმის წარმომადგენლებმა დონალდ ტრამპს ვან გოგის ნახატის სანაცვლოდ შესთავაზეს. კერძოდ, მელანია და დონალდ ტრამპებმა მუზეუმისგან ვან გოგის ნახატი ითხოვეს და პასუხად უარი მიიღეს, თუმცა სანაცვლოდ მათ ოქროს უნიტაზი შესთავაზეს.