გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
თალაკვაძე: პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას და ჩვენი პარტნიორების რჩევებსა და რეკომენდაციებს

14-09-2019

„პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას და ჩვენი პარტნიორების რჩევებსა და რეკომენდაციებს", - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, როდესაც გამოეხმაურა ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR) დასკვნას, საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურასთან დაკავშირებით.


„ცალსახაა, რომ მოსამართლეთა დასახელებისა და მათი არჩევის პროცესში საერთოდ არ არსებობდა ქვეყანაში არანაირი კანონმდებლობა, ეს ასე იყო გასულ წლამდე. დღეს ჩვენმა პარლამენტმა შექმნა ასეთი კანონმდებლობა, განსაზღვრა წესები, თუ როგორ ხდება კონკურსის ჩატარება, მათი დასახელება პარლამენტის წინაშე. დღეს უკვე სიაა წარმოდგენილი პარლამენტის წინაშე და პირობას გაძლევთ, რომ პარლამენტში შედგება მაქსიმალურად გამჭვირვალე და დემოკრატიული სტანდარტის განხილვები, თითოეულ კანდიდატურასთან დაკავშირებით. საზოგადოებას ექნება ამომწურავი ინფორმაცია, დაისმება ყველა მნიშვნელოვანი კითხვა და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღებს პარლამენტი გადაწყვეტილებას მათ შერჩევასთან დაკავშირებით. რა თქმა უნდა, პატივს ვცემთ ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის დასკვნას და ჩვენი პარტნიორების რჩევებსა და რეკომენდაციებს. ეს უდავოა, ამიტომ ჩვენ უფრო აქტიურად ვიმუშავებთ ოდირის მისიასთან“, - აღნიშნა თალაკვაძემ.


ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის (ODIHR)-ის ანგარიშში ნათქვამია, რომ საქართველოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ნომინირებისა და დანიშვნის პროცედურა ნაკლოვანებებით ხასიათდებოდა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ პროცესის გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ იყო შესაბამისად უზრუნველყოფილი, მიუხედავად სასამართლო სისტემისადმი საზოგადოებრივი ნდობის გასამყარებლად გატარებული გარკვეული დადებითი ზომებისა.



https://www.interpressnews.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    იანვარი 2025    »
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
2728293031