გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
სკანდალი გრძელდება - ნინო ჩხეიძის პასუხი მარინა ბერიძეს

23-02-2018

როგორც უკვე იცით, მომღერალმა, ნინო ჩხეიძემ სოცილაურ ქსელში უკმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ "რუსთავი 2"-მა პროექტის იდეა მოპარა.

მომღერალი აცხადებს, რომ "მხოლოდ ქართული" "საქართველოს ფანოღის" გაგრძელებაა და ამ პროექტზე თავის დროზე ნიკა გვარამიამ ნინოს უარი უთხრა.


მის ამ განცხადებას "პრაიმტაიმში" პასუხი გასცა მარინა ბერიძემ. სწორედ ამ პასუხის მერე გამოგვეხმაურა ნინო და მარინა ბერიძისთვის პასუხის გაცემა ითხოვა. მის კომენტარს უცლელად გთავაზობთ.


ნინო ჩხეიძე:


"ქალბატონ მარინა ბერიძეს მინდა ვუპასუხო დღევანდელ კომენტარზე. დავიწყოთ იქიდან, რომ ნიკა გვარამია, სოფო ნიჟარაძე და უკვე თქვენც მასწავლით მე მუსიკალურ ჟანრებს და მიმდინარეობებს. თქვენ ეტყობა კარგად ვერ გაიგეთ მე რაზე მქონდა ლაპარაკი. საუბარი იმაზეა, რომ ის რასაც თქვენ დღეს აკეთებთ, მე ნიკას შევთავაზე ჩვენი საერთო მეგობრების საშუალებით, რაზეც მივიღე უარი და აღმოჩნდა, რომ ახლა თქვენ აკეთებთ იმ პროექტის გაგრძელებას, რომელიც როგორც თქვენ ამბობთ "საქართველოს ფანოღი"-ის სახელით 5 წლის მანძილზე ძალიან დიდ რეიტინგს უწერდა "რუსთავი 2"-ის შვილობილ არხს. რაც შეეხება იმას, რომ თურმე მე ძალიან კარგად ვიცი რა გიკეთებიათ... რა გაგიკეთებიათ, ქალბატონო მარინა ??? მთელი ცხოვრების მანძილზე აკრიტიკებთ ადამიანებს, მათ შემოქმედებას და ამოფარებული ხართ იმ ადამიანების რეგალიებს, ვისაც მართლა აქვს შექმნილი ღირებული პროდუქტი ქართულ ბაზარზე. ნიჭია ადამიანების ლანძღვა და ზემოდან ყურება. ეს კი გაგიკეთებიათ და ალბად ასეც გააგრძელებთ თქვენს შემოქმედებას. უკეთესი იქნება სანამ მე ჩემი კოლეგების სახელებითა და გვარებით მომმართავ, თავად გაერკვიო კარგად, ვის რა აქვს შექმნილი, ვინ რას წარმოადგენს და თქვენ ვინ ხართ. არ შემიძლია უპასუხოდ დავტოვო თქვენი სარკაზმი იმასთან დაკავშირებით, რომ მე თავის შეხსენება მჭირდება ხალხისთვის. აბა ვინ ხალხზე მელაპარაკებით? მანდ რომ დასხედით და იუმორინას მეძახით, მუსიკას რომ ასწავლით ერს და თქვენი ეგოს დასაკმაყოფილებლად ვინც თქვენ გაწყობთ იმას რომ ეძახით ქრთული მუსიკის შემსრულებლებს, ამ ხალხს უნდა შევახსენო თავი? თუ ამბიციური საფეხურიდან ცოტა ქვემოთ ჩამოხვალთ, აღმოაჩენთ რომ მე ხალხის სიყვარული არ მაკლია, რითიც მე ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობელი ჩემი ქვეყნის და ჩემი მსმენელის. რაც შეეხება დაბლოკვას, ეგ სიტყვა ჩემი მოგონილი არ არის და მაგ სიტყვის არსის გენიოსებს თქვენ უკეთ იცნობთ, თუ სახლში ტელევიზორი გაქვთ, გადაახვიეთ ბოლო 2-3 წელი დღემდე და ნანუკას შოუს გარდა, სადმე თუ მომკრავ თვალს „რუსთავი 2“- ზე მაშინ შენი ლექსიკიდან მასწავლე მაგას რა ჰქვია. და ბოლოს, გიწერიათ პასუხი „არასოდეს“... რა თქმა უნდა, არ ვიქნებოდი განხილული თქვენს მიერ მუსიკალურ პროექტში ამის მცირეოდენი მიზეზები ზემოთ მოგახსენეთ. გვარამიამ უარი მითხრა, თქვენ ყველამ დიდ სცენაზე არგამოსაჩენი ჟანრის პროექტი გადაივარცხნეთ და ტრადიციულად თითს იქნევთ, ისვრით სარკაზმულ რჩევებს, თუ ვინ სად და რომელ ნიშაში უნდა იყოს წარმოჩენილი. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი სნობიზმი იგუგუნებს ამ პროექტშიც და გულნატკენთა სიასაც გაიზრდით... და ბოლოს, თქვენგან განსხვავებით, მე გულწრფელ რჩევას მოგცემთ, ნუ ამოეფარებით გია ყანჩელს, ნანი ბრეგვაძეს, ბიძინა კვერნაძეს, რევაზ ლაღიძეს თუ გიორგი ცაბაძეს. სია ძალიან გრძელია, როგორც გარდაცვლილი, ასევე ცოცხალი ქართული მუსიკის ლეგენდების, მათ თქვენი პიარი ნამდვილად არ სჭირდებათ მაგრამ, როგორც სჩანს, საკუთარი თავის გაპიარებაში უბადლოდ გამოიყენეთ და იყენებთ ამ ბუბერაზი ადამიანების შექმნილ შედევრებს. ამ ყველაფრის მერე თუ საკუთარ თავთან დარჩები და კოლექტიურ აზროვნებას გაეთიშები, დარწმუნებული ვარ, რომ ადგილს ნამდვილად იპოვი, შენს ადგილს, სად უნდა გამოყო თავი და სად -არა".

digets

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930