გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პარლამენტის ფასადზე თბილისის დაცვისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა

23-02-2018

საქართველოს პარლამენტის სასახლის ფასადზე თბილისის დაცვისთვის 1921 წელს დაღუპულ გმირთა მემორიალი გაიხსნა.

ცერემონიალზე მთაწმინდის მაჟორიტარმა დეპუტატმა, სალომე ზურაბიშვილმა 1921 წლის 23 თებერვლის სუსხიანი დღე გაიხსენა, როდესაც გენერალ კვინიტაძის მიერ ახლადადაარსებული სასწავლებლის იუნკრებმა კოჯორ-ტაბახმელასთან გმირული წინააღმდეგობა გაუწიეს რუსეთის მეთერთმეტე არმიას.

დეპუტატის თქმით, „მაშინ ჩვენ დამოკიდებლობასთან ერთად წაგვართვეს ისტორიაც, რადგან ბევრი დაღუპილი ახალგაზრდის სახელი და გვარი დაივიწყა ისტორიამ შემდეგ განვითარებული მოვლენების გამო.


ამ 20-23 წლის ახალგაზრდებმა თავიანთი სიცოცხლე დატოვეს კოჯრისა და ტაბახმელას მიწაზე იმისთვის, რომ დღეს ჩვენ აქ ვიდგეთ და ვიყოთ თავისუფალნი. ჩვენც გვაქვს მათ მიმართ ვალი, რომ ამ თავისუფლებას მოვეკიდოთ მეტი პასუხისმგებლობით და გავაგრძელოთ ბრძოლა როგორც შეგვიძლია. პირველ რიგში, უნდა გვახსოვდეს ჩვენი ისტორია და ვიცოდეთ რა მოხდა“-განაცხადა მან.

მემორიალის გახსნის თხოვნით სალომე ზურაბიშვილს კოჯორ-ტაბახმელას ბრძოლაში დაღუპული მარო მაყაშვილის შთამომავალმა მიმართა. დღეიდან დაღუპული გმირების მემორიალი, პარლამენტის შიდა ეზოს გარდა, სასახლის გარე კედელზეც განთავსდა.

დეპუტატ სალომე ზურაბიშვილის თქმით, რთული იყი ყველა იუნკერის სახელისა და გვარის ბოლომდე დადგენა, ამიტომაც ამ მემორიალურ დაფაზე დატოვებულია ადგილი და თუ დადგინდება სხვა გმირების ვინაობა, მათი სახელები და გვარები ამოიტვიფრება აღნიშნულ მემორიალურ დაფაზე.

„ეს ცარიელი ადგილი ამავე დროს არის ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ოდესმე იბრძოდა საქართველოს დამოუკიდებლობისთვის საუკუნეების განმავლობაში“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მემორიალლური დაფის გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ საქართველოს კულტურისა და სპორტის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, დეპუტატები და იუნკერების შთამომავლები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930