გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნათია თურნავა: პოლიტიკური სპეკულაციების გამომწვევი NDI – ის კვლევა ჩვენთვის სახელმძღვანელოდ ვერ გამოდგება

19-09-2019

„ჩვენ ძალიან კარგად ვხედავთ გამოწვევებს, რაც არსებობს ეკონომიკასა და სოციალურ სფეროში. ყოველთვის ვამბობთ, რომ ვიცით, რაც არის ჩვენი პრობლემები - ეს არის სიღარიბე, რომელიც უნდა დავძლიოთ, ეს არის დასაქმება, რომელიც უნდა გავზარდოთ - ამაზე ვმუშაობთ და ვპასუხობთ კონკრეტული პროგრამებით, მათ შორის, საბიუჯეტო პროგრამებით. NDI - ის კვლევები, რომელიც იქცა პოლიტიკური სპეკულაციებისა და საზოგადოებრივი აზრით მანიპულირების ბერკეტად, ამ თვალსაზრისით ჩვენი სახელმძღვანელო არ არის,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ საინფორმაციო ბრიფინგზე.

მინისტრის განცხადებით, ამერიკის ეროვნულ - დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) სათაო ოფისი საკმაოდ სოლიდური ორგანიზაციაა. `აშშ არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი, ხოლო NDI - ი ამერიკული ორგანიზაცია და ამდენად, ჩვენ კითხვები არ გვაქვს. მაგრამ,აღნიშნული ორგანიზაციის საქართველოს ოფისი საველე სამუშაოების ჩასატარებლად , ტრადიციულად, ადგილზე ირჩევს ისეთ პარტნიორებს, რომელთა შეფასებებიც ყოველთვის ხდება პოლიტიკური სპეკულაციების საგანი და არ იწვევს დიდ სანდოობას ჩვენში“ - აღნიშნა ნათია თურნავამ.

მინისტრის თქმით, მთავრობა ხელმძღვანელობს ოფიციალური სტატისტიკით, სადაც არც მეთოდოლოგია და არც ციფრები კითხვებს არ იწვევს. „მასში ასახულია როგორც პრობლემები, ასევე წინსვლაც და პროგრესიც. ასევე კონკრეტული პროგრამებია ჩვენი სახელმძღვანელო, რაზეც ყოველთვის ვსაუბრობთ - როგორ ვძლევთ სიღარიბეს, როგორ ვეხმარებით ადგილობრივ ბიზნესს და ა.შ. NDI - ის საველე სამუშაოები კი სუბიექტური კითხვების დასმის ტრადიციას ეყრდნობა,“ - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930