19-09-2019
თურქეთის რესპუბლიკის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გიორგი გახარიას საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავებას ულოცავს.
მილოცვაში პრეზიდენტი ერდოღანი ხაზს უსვამს ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო თანამშრომლობას და გამოთქვამს რწმენას, რომ სტრატეგიული ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
„ჩვენთვის მეტად სასიხარულოა ის ფაქტი, რომ თურქეთსა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობები ყველა სფეროში ვითარდება, მეგობრობისა და კეთილმეზობლობის პრინციპების შესაბამისად. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენი პრემიერ-მინისტრობის პერიოდშიც გაგრძელდება და კიდევ უფრო განვითარდება ჩვენს ქვეყნებს შორის მჭიდრო თანამშრომლობა და სტრატეგიული ურთიერთობები“, -ნათქვამია რეჯეფ თაიფ ერდოღანის მილოცვაში.