გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრია

24-09-2019

საქართველო ევროკავშირის კვლევებისა და ინოვაციების სახელმწიფოთაშორისო ორგანიზაცია EURAXESS-ის წევრი ოფიციალურად გახდა. შესაბამის დოკუმენტს ხელი ბრიუსელში საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ ბატიაშვილმა, შოთა რუსთაველის სახელობის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დირექტორმა ზვიად გაბისონიამ და ევროპული კომისიის კვლევებისა და ინოვაციების გენერალური დირექტორის მოადგილე პატრიკ ჩაილდმა მოაწერეს.

EURAXESS-ში გაწევრიანება ქართველ მეცნიერებს საშუალებას აძლევს ჰქონდეთ პირდაპირი წვდომა:

 მსოფლიოს 500-ზე მეტ საერთაშორისო და შიდა ეროვნულ სამეცნიერო ფონდების გრანტებთან

 15 000-ზე მეტ მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტთან, სამეცნიერო-კვლევით ინსტიტუტთან და კვლევებით დაინტერესებულ ბიზნესთან

 40-ზე მეტი ქვეყნის რამდენიმე მილიარდი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსზე

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, ევროპულ პროგრამა EURAXESS- ში ქვეყნის გაწევრიანება ხელს შეუწყობს საქართველოს მჭიდრო ინტეგრირებას ევროკავშირის სამეცნიერო-კვლევით სივრცეში, მეცნიერთა კარიერულ განვითარებას, ქვეყნის უნივერსიტეტებისა და კვლევითი ინსტიტუტების საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას. საქართველოს მეცნიერებისთვის ხელმისაწვდომი იქნება ქსელის ყველა სერვისი, რომელიც ამჟამად ამ ევროპული პროგრამის წევრი ქვეყნების მეცნიერთათვის არის ხელმისაწვდომი.

პანევროპულ პროგრამა EURAXESS- ში საქართველოს გაერთიანების შედეგად, გაიზრდება ქართველ და ევროპელ მკვლევრების შორის მობილობა; გაიზრდება შესაძლებლობები ქართველი მკვლევრების კარიერული ზრდისათვის; გაიზრდება უცხოელი სტუდენტების და მკვლევრების დაინტერესება საქართველოს უნივერსიტეტებში სწავლისათვის.

EURAXESS- ში გაწევრიანებით საქართველოს ისტორიაში ქართული ორგანიზაცია პირველად იქნება ,,Horizon 2020“-ის პირდაპირი ბენეფიციარი და კოორდინატორი;
EURAXESS- ში გაწევრიანება საქართველოსთვის ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივა იქნება მეცნიერების მენეჯმენტის განვითარებისთვის. ქსელში გაერთიანებული ქვეყნების მკვლევარებისთვის საქართველო გახდება ახალი მიზიდულობის ცენტრი სამეცნიერო კვლევების განსახორციელებლად.

საქართველოს განათლების სისტემაში ევროპული ხარისხის დანერგვისა და ევროკავშირთან ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით, ქართული დელეგაცია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მიხეილ ბატიაშვილის ხელმძღვანელობით ბრიუსელში ოფიციალურ ვიზიტით იმყოფება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930