გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა რუსეთს საქართველოსთვის კომპენსაციის დაუყოვნებლივ გადახდისკენ მოუწოდა

26-09-2019

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა 2019 წლის 23-25 სექტემბერს საქართველოს მოთხოვნით ე.წ. „დეპორტირებულების საქმის“ აღსრულების პროცესი შეაფასა.

კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი არგუმენტები და რუსეთს მოუწოდა კომპენსაციის სახით 10 მილიონი ევროს საქართველოსთვის დაუყოვნებლივ გადახდისკენ. გადაწყვეტილებაში, აგრეთვე აღინიშნა, რომ რუსეთის მიერ თანხის დადგენილი ვადაში (2019 წლის 30 აპრილამდე) გადაუხდელობის გამო, მას დაეკისრება შესაბამისი პროცენტები. მინისტრთა კომიტეტმა აგრეთვე მიუთითა რუსეთის ფედერაციას, რომ კომპენსაციის გადახდა არის ევროპული კონვენციის 46-ე მუხლიდან გამომდინარე "უპირობო ვალდებულება".

კომიტეტმა აღნიშნა, რომ ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2019 წლის 31 იანვრის გადაწყვეტილების მიხედვით, აღნიშნული თანხა უნდა განაწილდეს 2006 წლის შემოდგომაზე რუსეთის ფედერაციიდან მასობრივი დეპორტაციისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევების მსხვერპლ სულ მცირე 1500 პირზე.

რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგობის მიუხედავად, კომიტეტმა დააკმაყოფილა საქართველოს მოთხოვნა და „დეპორტირებულების საქმეზე“ ხელახალი დებატები უახლოეს სხდომაზე - 2019 წლის დეკემბერში ჩანიშნა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031