გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მარიამ ჯაში: საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს“

26-09-2019

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში ნიუ-იორკში გამართულ ექსპერტთა შეხვედრაზე მთავარ მომხსენებლად გამოვიდა.

მან ისაუბრა პარლამენტარების ჩართულობის აუცილებლობაზე საყოველთაო ჯანდაცვის და კონკრეტულად გადამდები დაავადებების პროგრამების მხარდაჭერაში. მარიამ ჯაშმა შეხვედრის მონაწილეებს გაუზიარა საქართველოს გამოცდილება და შედეგები C ჰეპატიტის ელიმინაციის გზაზე.

„საქართველოს C ჰეპატიტის პროგრამა უნიკალურია. მსოფლიოს წამყვანი ექსპერტები აღიარებენ ჩვენი ქვეყნის წარმატებას. საქართველო იქნება პირველი ქვეყანა გლობალურად, რომელიც დაამარცხებს C ჰეპატიტს,” - აღნიშნა მარიამ ჯაშმა.

ღონისძიება გაეროს სააგენტოს UNAIDS და საპარლამენტთაშორისი ალიანსის UNITE ინიციატივით გაიმართა. შეხვედრაზე მომხსენებლები იყვნენ: გაეროს გენერალური მდივნის მოადგილე შანონ ჰადერი, პორტუგალიის პარლამენტის წევრი რიკარდო ბაპტისტა ლაიტე - UNITE პრეზიდენტი, ჰეპატიტების მსოფლიო ალიანსის ხელმძღვანელი ქერი ჯეიმსი და G20 დიდი ოცეულის მრჩეველი ჯანდაცვის სტრატეგიების მიმართულებით, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის ყოფილი წევრი ალან დონელი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930