გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხვალ ქართველი და უცხოელი ფოტოკორესპონდენტების მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი ფოტოგამოფენა გაიმართება

26-09-2019


სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, 27 სექტემბერს, 16:00 საათზე საქართველოს პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენისა და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ორგანიზებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში ფოტოგამოფენა გაიმართება.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საერთაშორისო საინიციატივო ჯგუფი „აფხაზეთის“ მიერ მოწოდებული, ამერიკელი ფოტოკორესპონდენტების, ლინტონ მალკოლმისა და ჯონ ჯონსის მიერ გადაღებული აფხაზეთის ომის ამსახველი 112 ფოტო და საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული აღნიშნული თემატიკის ფოტომასალა.
ღონისძიებას დაესწრებიან საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გიორგი ვოლსკი, საქართველოს პარლამენტის წევრები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული ქართველი გმირების ოჯახის წევრები.
დასწრება თავისუფალია.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930