გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მილტონ ჰეიგმა ურუგვაის ნაკრების დამარცხების შემდეგ გულშემტკივრებს მადლობა ქართულად გადაუხადა

29-09-2019

ურუგვაისთან მოგების შემდეგ კმაყოფილი იყო საქართველოს მორაგბეთა ნაკრების ახალზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი, რომელმაც ჩვენი ქვეყნის დროშა მოიხვია და მსოფლიოს თასის ოფიციალურ საიტს ასეთი კომენტარი მისცა:


"ურუგვაისთან მატჩი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი იყო. ბიჭები ამას კარგად აცნობიერებდნენ. მსოფლიოს თასისთვის ბოლო ოთხი თვე თავდაუზოგავად ვვარჯიშობდით, ისევე როგორც ბოლო ოთხი წელი.


ვიცოდით, რომ ურუგვაი სწრაფი გუნდია, თუმცა ჩვენი წინახაზელების შეჩერება გაუჭირდებოდა. ვეცადეთ მეტოქისთვის ჩვენი თამაში მოგვეხვია, დაცვაში ნაკლები შეცდომა დაგვეშვა, შეტევისას კი ძლიერად მივძალებოდით. ყველაფერი კარგად გამოვიდა. პირველ ტაიმში ცოტა გაგვიჭირდა, მეორეში მეტი ენერგია ვიგრძენით და ამიტომაც გავიმარჯვეთ.


საოცარი გულშემატკივრობა იყო. ძალიან დიდი მადლობა (ბოლო სიტყვები ჰეიგმა ქართულად თქვა)".




http://lelo.ge/

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930