30-09-2019
„როგორ გავაშუქოთ ბიზნესისა და ეკონომიკის ამბები?!“ - კომუნიკაციების კომისიის მედიააკადემიამ ჟურნალისტებისთვის სამდღიანი უორკშოპი ჩაატარა. როგორ გავაშუქოთ ეკონომიკური მოვლენები და მოვახდინოთ შესაძლებლობის ანალიზი, ასევე, რა როლი აქვს ბიზნესსა და ეკონომიკას ჩვენს ყოველდღიურობაში - აღნიშნულ თემებზე მედიის წარმომადგენლებმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტთან, კობა გვენეტაძესთან და ეკონომიკის ექსპერტ რევაზ საყევარიშვილთან ერთად იმუშავეს. კობა გვენეტაძე ჟურნალისტებს საქართველოს მაკროეკონომიკურ ტენდენციებზე ესაუბრა. მედიის წარმომადგენლები ასევე ეროვნული ბანკის ფუნქციებსა და ამოცანებს გაეცნენ.
გამომდინარე იქიდან, რომ ეკონომიკისა და ბიზნესის როლი ქვეყნის განვითარებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხია, მედიააკადემიამ ჟურნალისტებს მისცა შესაძლებლობა, გაეღრმავებინათ პროფესიული საქმიანობისთვის აუცილებელი ცოდნა.
სასწავლო პროცესის ფარგლებში, ჟურნალისტებმა სფეროს ექსპერტებისგან მიიღეს პასუხები, იმის შესახებ, თუ როგორ უნდა გავშალოთ ეკონომიკური მოვლენები სხვადასხვა რაკურსით და მოვახდინოთ ამბის ანალიზი.
უორკშოპის ბოლოს მედიააკადემიამ ჟურნალისტებს სერთიფიკატები გადასცა.