30-09-2019
საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურებისათვის ტესტირება 2 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.
წელს მასწავლებლებსა და მასწავლებლობის მსურველებს კომპეტენციის დადასტურების საშუალება მეორედ მიეცათ. შემოდგომაზე ორგანიზებული ტესტირებისათვის 26 600 - ზე მეტი აპლიკანტი დარეგისტრირდა.
დეტალური ინფორმაცია ტესტირების ჩატარების ადგილისა და დროის შესახებ მითითებული იქნება საგამოცდო ბარათზე, რომლის ამობეჭდვასაც აპლიკანტები ოქტომბრის მეორე ნახევრიდან შეძლებენ.
პრაქტიკოსმა მასწავლებლებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ ხელახალი ტესტირებისას მიღებული შედეგები აუქმებს იმავე საგანში საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციის დადასტურებისას წინა ჯერზე მიღებულ შეფასებასა და შესაბამის კრედიტქულებს.