გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემი დავალებაა, რომ 2020 წლის ბოლომდე ყველა ბაზაზე ყაზარმები იყოს გარემონტებული ისე, როგორც ნატოს წევრ ქვეყნებს შეესაბამება

1-10-2019

„თავდაცვის სფეროში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უპრეცედენტო თანხა იქნება მიმართული“ - აღნიშნულის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა - „დღის ქრონიკაში“ სტუმრობისას განაცხადა.

თავდაცვის მინისტრის განცხადებით, სამხედრო ბაზების გამართულობა თავდაცვის სამინისტროსთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.

„2020 წლის ბოლომდე ჩემი დავალება არის, რომ ყველა ბაზაზე არსებული ყაზარმა იყოს გარემონტებული ისე, როგორც შეესაბამება ნატოს წევრ ქვეყნებს“.

ირაკლი ღარიბაშვილმა გეგმის განხორციელების გზებზეც ისაუბრა.

„დაახლოებით 500 მილიონი ლარი გვესაჭიროება იმისთვის, რომ თავდაცვის სამინისტროს შემადგენლობაში შემავალი ყველა ბაზა მოწესრიგდეს ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებს შეეფერება. ეს არის ამბიციური გეგმა, მაგრამ თუ გადავხედავთ ჩვენ მიერ გადადგმულ ნაბიჯებს, გაისად უკვე 100 მილიონის ათვისება შეგვიძლია; მთელი ამ ინფრასტრუქტურული გეგმის 25%, დაახლოებით, იქნება შესრულებული. მომდევნო 3-5 წელიწადში, იმის მიხედვით თუ რა თანხის აკუმულირებას შევძლებთ ბიუჯეტში ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, დაახლოებით 500 მილიონ ლარს დავხარჯავთ და ამით ყველა პრობლემა იქნება მოწესრიგებული“-განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930