2-10-2019
პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ კვლევა „მსოფლიო მმართველობის ინდიკატორები“ შეაფასა.
,,მსოფლიო ბანკის კვლევის თანახმად კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში საქართველო ლიდერია რეგიონში, პოსტსსაბჭოთა სივრცეში კი, მხოლოდ ესტონეთს ჩამორჩება; აღინიშნული კვლევა მიუთითებს საქართველოს შთამბეჭდავ წარმატებაზე 2019 წელს საქართველოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის კუთხით. საქართველომ მსოფლიო ბანკის წევრ 186 ქვეყანას შორის ევროპის საუკეთესო ოცეულში პოზიცია ერთი ადგილით კიდევ გაიუმჯობესა და მე-18 ადგილი დაიკავა. აღნიშნული სარეიტინგო პოზიცია საქართველოსათვის ისტორიულად საუკეთესო შედეგია. რეიტინგში ჩვენი ქვეყანა უსწრებს ევროკავშირის წევრ 14 სახელმწიფოს − ესპანეთს, იტალიას, პოლონეთს, მალტას, ჩეხეთს, ლატვიას, ლიეტუვას, სლოვაკეთს, ხორვატიას, უნგრეთს, რუმინეთს, კვიპროსს, საბერძნეთსა და ბულგარეთს“ - აცხადებს ანრი ოხანაშვილი.