გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
საქართველო ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) დელეგაციას მასპინძლობს

3-10-2019

მიმდინარე წლის 3-4 ოქტომბერს, საქართველოს მთავრობის მოწვევით, საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ვიზიტი გაიმართება.
დელეგაციას - რომლის შემადგენლობაში იქნება ალიანსის 29 წევრი ქვეყნის მუდმივი წარმომადგენელი - უხელმძღვანელებს ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, როუზ გოტმიოლერი.

ვიზიტის ფარგლებში გაიმართება ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ნატოს გენერალური მდივნის მოადგილის თავმჯდომარეობით.
ჩრდილოატლანტიკური კომიტეტი, ასევე თავის მხრივ - ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს საქართველოს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან და პარლამენტის წევრებთან, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან.

ასევე გაიმართება შეხვედრები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან. ჩრდილოატლანტიკური საბჭო ბათუმის პორტში ეწვევა საქართველოს სანაპირო დაცვის ხომალდებს. ვიზიტის ფარგლებში ნატოს გენერალური მდივნის მოადგილე ლექციას გამართავს ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი სტუდენტების, ახალგაზრდა თაობის სწორი ინფორმირებისა და ჩართულობის კუთხით.. დელეგაციასთან ერთად დამსწრეებს მიმართავს აჭარის მთავრობის თავმჯდომარე.

"წლევანდელი NAC-ის ვიზიტი საქართველოში რიგით მეხუთეა, რაც უპრეცედენტო შემთხვევაა საბჭოს პარტნიორ ქვეყნებთან თანამშრომლობის ისტორიაში და რაც საქართველოსა და ალიანსს შორის ურთიერთობების გაღრმავების და აქტიური თანამშრომლობის ნათელი დასტურია.

საქართველოსთვის, როგორც ნატო-ს გამორჩეული და ერთ-ერთი ყველაზე თავსებადი ასპირანტი ქვეყნისთვის, უაღრესად მნიშვნელოვანია ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტი და უპირობო პოლიტიკური მხარდაჭერა ჩვენი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანების მიმართ, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურებს საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის შეუქცევადობას.

იმის გათვალისწინებით, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭო ალიანსში გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა, მნიშვნელოვანია საბჭოს წევრები ადგილზე გაეცნონ საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესს, როგორც თავდაცვისუნარიანობის გაძლიერების, ასევე დემოკრატიული რეფორმების წარმატებით განხორციელების კუთხით.


ვიზიტის ფარგლებში განხილული იქნება საქართველოს ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებული ყველა საკითხი, აქცენტები გაკეთდება ნატო-საქართველოს პოლიტიკური დიალოგისა და პრაქტიკული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე, მათ შორის, შავი ზღვის უსაფრთხოების განმტკიცების კუთხით.

NAC-ის მეხუთედ ჩამოსვლა საქართველოში მნიშვნელოვანი გზავნილი იქნება ჩვენი საზოგადოებისთვისაც. ჩრდილოატლანტიკური საბჭოს ვიზიტების მაღალი ინტენსივობა იმის ნათელი დადასტურებაა, რომ ალიანსს საქართველოსთან განსაკუთრებული თანამშრომლობა აკავშირებს.


დეკემბერში დაგეგმილი ნატო-ს წევრი სახელმწიფოების ლიდერთა შეხვედრამდეNAC-ის ვიზიტის გამართვა იმის მანიშნებელი იქნება, რომ საქართველო, როგორც ნატო-ს ასპირანტი ქვეყანა, ალიანსის დღის წესრიგში მნიშვნელოვან ადგილს იკავებს და რომ ის ნატო-ს ღირებული და სანდო პარტნიორია"-აცხადებენ ნატოს საინფორმაციო ცენტრში.

ჩრდილო-ატლანტიკური საბჭო წარმოადგენს ნატოს მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ორგანოს, რომელსაც თავმჯდომარეობს ნატო-ს გენერალური მდივანი. საბჭოს სხდომებზე იკრიბებიან ნატო-ს წევრი ქვეყნების მაღალი რანგის წარმომადგენლები, სადაც განიხილება პოლიტიკური და მიმდინარე საქამიანობასთან დაკავშირებული საკითხები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930