გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შემოსავლების სამსახურს თანრიგოსანი ძაღლი ყავს

4-10-2019

მოლდოვას რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და მხარდაჭერით, ქალაქ ვადულ ლუი ვოდაში, თამბაქოს ნაწარმის უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის თემაზე საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა.

კონფერენციის ფარგლებში, მონაწილე ქვეყნების (რუმინეთის, უკრაინის, აზერბაიჯანის, საქართველოს, საფრანგეთის, თურქეთის, ბულგარეთის, დიდი ბრიტანეთის, ბელორუსის, ლატვიის, აშშ-ს, ავსტრიის, ლიეტუვას, გერმანიის, ესტონეთის, სერბეთის და პოლონეთის) საბაჟო ადმინისტრაციების კინოლოგიურ გუნდებს შორის, თამბაქოსა და თამბაქოს ნაწარმის ძებნა/აღმოჩენაზე გაწვრთნილი სამსახურებრივი ძაღლების შეჯიბრი ჩატარდა.

აღნიშნული ღონისძიების გამარჯვებული პოლონეთის რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიური გუნდი გახდა. მეორე ადგილი მოლდოვას რესპუბლიკის საბაჟო ადმინისტრაციის კინოლოგიურმა სამსახურმა დაიკავა, ხოლო მესამე ადგილი საქართველოს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის მთავარ კინოლოგ-ინსტრუქტორს რომან ნიკურაძეს და სამსახურებრივ ძაღლს „ნელას“ერგო.

„2 წლის ,,ნელა“ კინოლოგ ოფიცერის ახალბედა მეგობარია. რომან ნიკურაძე მასთან, სულ რაღაც ოთხი თვეა მუშაობს. ამ ხანმოკლე პერიოდის განმავლობაში ,,ნელამ“ ბევრი კარგი შედეგი აჩვენა. ყოველდღიურად რამდენიმე საათიანი სწავლება აუცილებელი უნარების გამომუშავების მიზნით და შედეგიც სახეზეა“-აცხადებენ შემოსავლების სამსახურში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930