7-10-2019
„ვანო ზარდიაშვილმა ღირსეული და სწორი გადაწყვეტილება მიიღო. მან საზოგადოებას აჩვენა, რომ თანამდებობა და სტატუსი არ არის თვითმიზანი, ეს არის მხოლოდ საშუალება, რომ ვემსახუროთ ჩვენს ქვეყანას და საქმე ვაკეთოთ. ღირსება ყველაფერზე მაღლა დგას. ამ გადაწყვეტილებით მან დაამტკიცა, რომ საკუთარ გუნდს და პრინციპებს პატივს სცემს“,- ასე შეაფასა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ვანო ზარდიაშვილის გადაწყვეტილება სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ.
არჩილ თალაკვაძემ კოლეგას გუნდის სახელით მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა.
ვანო ზარდიაშვილმა სადეპუტატო მანდატის დატოვების შესახებ განცხადება გააკეთა.
მისი თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება თავად მიიღო, თუმცა დეპუტატ ეკა ბესელიას განცხადებით, მას პარლამენტის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება ბიძინა ივანიშვილმა მიაღებინა.
ზარდიაშვილის მიერ პარლამენტის დატოვებას წინ მასა და ეკა ბესელიას შორის დაპირისპირება უძღოდა, რა დროსაც ეკა ბესელია ზარდიაშვილს ფიზიკურად შეეხო.