გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ჩიქოვანი: პრემიერსა და გერმანიის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე ფორმულებზე საუბარი არ ყოფილა

7-10-2019

ამ ვიზიტს განსაკუთრებულობა ნამდვილად ახლდა და ეს განსაკუთრებულობა მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოსა და გერმანიას შორის არსებული კავშირები არის ძალიან მაღალ დონეზე, ვინაიდან ეს უკვე არის მეოთხე მაღალი დონის ვიზიტი, რომელიც ჩვენს ორმხრივ ურთიერთობებში განხორციელდა. დამეთანხმებით, რომ თანამშრომლობის დინამიკისთვის ეს არის საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი, - განაცხადა პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა, ირაკლი ჩიქოვანმა, გერმანიის ფედერაციის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის საქართველოში ვიზიტის მნიშვნელობასთან დაკავშირებით.

ირაკლი ჩიქოვანის განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრსა და გერმანიის პრეზიდენტს შორის გამართულ შეხვედრაზე რაიმე ფორმულებზე საუბარი არ ყოფილა. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გამოხატულება იმისა, რომ გერმანია მხარს უჭერს საქართველოს, როგორც მის მოკავშირეს და პარტნიორს.

„ჩვენ არ გვქონია საუბარი კონკრეტულ ფორმულებზე. ის ფორმულები, რაზეც თქვენ საუბრობდით, დაკავშირებული იყო მისი გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე მოღვაწეობასთან და ეს იყო „ნორმანდიული ოთხეულის“ პირობებში. ჩვენთვის ბატონი შტაინმაიერის ვიზიტი არის მნიშვნელოვანი გამოხატულება იმისა, რომ გერმანიის მხარე მხარს უჭერს საქართველოს, როგორც მის მოკავშირეს და პარტნიორს. თქვენ იცით, რომ გერმანია არის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პარტნიორი ჩვენი ქვეყნისთვის, მათ შორის, ევროპულ და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე. აქვე ხაზს გავუსვამდი იმას, რომ გერმანიის მხარე არის ყველაზე დიდი დონორი ევროპულ სახელმწიფოებს შორის ჩვენი დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და გერმანია ყოველთვის მხარში ედგა საქართველოს მნიშვნელოვან დღეებში. რა თქმა უნდა, არსებობს ორმხრივი დღის წესრიგის საკითხები და არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ კიდევ უფრო განვვითარდეთ, ეს განსაკუთრებით უფრო ხელშესახები ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ ევროკავშირის სახელმწიფოებთან უკვე გვაქვს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება და ამ შესაძლებლობის გამოყენება იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენი ბიზნეს წრეების წარმომადგენლებისთვის. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ გერმანია არის ერთ-ერთი უმთავრესი ქვეყანა, რომელიც ხელს უწყობს ჩვენს ახალგაზრდებს, ჩვენს თანამოქალაქეებს, იმისათვის, რომ მათ განათლება მიიღონ გერმანიის წამყვან უნივერსიტეტებში და ისინი არიან მსხვილი დონორები და გრანტიორები სასწავლო პროგრამებისა“,- განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა,

პრემიერ-მინისტრის მრჩეველმა ხაზი გაუსვა, მსგავსი შეხვედრების მნიშვნელობას ოკუპაციის საკითხის აქტუალიზაციის კუთხითაც. ირაკლი ჩიქოვანის თქმით, საქართველოში ვიზიტის ფარგლებში შტაინმაიერი ოკუპაციის ხაზთან მისვლას აპირებს.

„ბატონ შტაინმაიერთან შეხვედრას და ნებისმიერ სხვა ლიდერთან შეხვედრას ვიყენებთ იმისთვის, რომ მოვახდინოთ იმ თემების აქტუალიზაცია, რომელიც ჩვენთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია - ეს არის ოკუპაციის საკითხი. მან კარგად იცის, თუ რაოდენ დაძაბული ვითარება იყო და არსებობს ოკუპაციის ხაზთან მიმართებაში. ის ხვალ ეწვევა საოკუპაციო ხაზს“, - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930