9-10-2019
თანამშრომლის მიერ სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში დადანაშაულებული საკრებულოს დეპუტატის, ილია ჯიშკარიანის ადვოკატი, მარიამ კუბლაშვილი აცხადებს, რომ შემთხვევა მოწყობილი პროვოკაცია იყო, რომელიც თამთა თოდაძს წინასწარ ჰქონდა განზრახული და სავარაუდოდ, შეთანხმებული თავის ოჯახის წევრებთან.
“არაერთი გარემოება ადასტურებს, თუნდაც განზრახვა და მოტივი თავად ამ ადამიანის (თამთა თოდაძის), რომელსაც განზრახული ჰქონდა რომ იმ დღისით იქ (სამსახურში) დარჩენილიყო, დაელოდა ყველა თანამშრომლის წასვლას. თანამშრომლები ადასტურებენ, რომ შესთავაზეს არაერთხელ რომ გაიყოლებდნენ მას, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იყო, თუმცა უთხრა – მე აქ უნდა დავრჩე, სასაუბრო მაქვს ბატონ ილიასთან… რატომ არ უმატებენ ხელფასს, რატომ არ აწინაურებენ, რატომ არ ნიშნავენ სხვა სამსახურში მაღალ თანამდებობაზე. შემდეგ უკვე ახდენს ამ ნივთის ძირს ჩამოდგებას, იქცევა არაადეკვატურად. მოწყობილი პროვოკაცია, რომელიც წინასწარ ჰქონდა განზრახული და სავარაუდოდ, შეთანხმებული თავის ოჯახის წევრებთან”.