10-10-2019
შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ „112“-ის ონფორმაციით, ცენტრში შესული შეტყობინების თანახმად, თბილისში გედევანიშვილის ქუჩაზე არსებული საცხოვრებელი სახლის სახურავზე შეინიშნებოდა ძლიერი დაკვამლიანება და ღია ცეცხლი.
შეტყობინებაზე რეაგირება დაუყონებლივ მოახდინეს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა. ადგილზე მისული სახანძრო-სამაშველო ჯგუფის ინფორმაციით, ხანძარი გავრცელებული იყო ერთსართულიანი საცხოვრებელი სახლის სასხვენო გადახურვაზე, დაახლოებით 250-300 კვ/მ ფართობზე.
არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველებმა საშიშროება დროულად აღკვეთეს.
ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 10 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.