გაიგე განსხვავებული

ორშაბათი, ივნისი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახაბერ გვანცელაძე საბავშვო ბაღების სამშენებლო პროცესებს ეცნობა

26-02-2018

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი მიმდინარე სამშენებლო პროექტების მონიტორინგს აგრძელებს. კახაბერ გვანცელაძე დღეს გლდანის მესამე მიკრორაიონში, სოფელ გლდანსა და ნაძალადევის რაიონში მიმდინარე მშენებლობებზე იმყოფებოდა, სადაც სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა.


მონიტორინგს კახაბერ გვანცელაძესთან ერთად აწარმოებს კომპანია „გეომეფი“, რომელიც მშენებლობის ხარისხის კონტროლსა და ზედამხედველობაზეა პასუხისმგებელი.


კახაბერ გვანცელაძე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს გაესაუბრა და მშენებლობის დასრულების ვადებით დაინტერესდა. მშენებლების განცხადებით, პროექტის დროულად დასრულებას საფრთხე არ ექმნება და სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადების შესაბამისად მიმდინარეობს.


გლდანის მესამე მიკრორაიონსა და სოფელ გლდანში მშენებარე თითოეული ბაღი 340 აღსაზრდელზეა გათვლილი, ნაძალადევის რაიონში, ე.წ. ხეხილსანერგე მეურნეობის დასახლებაში მშენებარე ბაღი კი 235 აღსაზრდელს მიიღებს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30