გაიგე განსხვავებული

სამშაბათი, ივნისი 10, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კომერციული ბანკების აქტივები 845,1 მილიონი ლარით შემცირდა

26-02-2018

მიმდინარე წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, საქართველოს კომერციული ბანკების მთლიანი აქტივები (მიმდინარე ფასებში) 845.1 მილიონი ლარით, ანუ 2.4 პროცენტით შემცირდა (გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე შემცირებამ 0.4 პროცენტი შეადგინა) და 2018 წლის პირველი თებერვლისათვის 33.7 მლრდ ლარი შეადგინა.


ეროვნული ბანკის ინფფორმაციით, საბანკო სექტორის საკუთარი სახსრები 4.5 მლრდ ლარს შეადგენს, რაც კომერციული ბანკების მთლიანი აქტივების 13.3 პროცენტია.


2018 წლის პირველი თებერვლის მდგომარეობით, საქართველოს საბანკო სექტორი 16 კომერციული ბანკითაა წარმოდგენილი; მათ შორის 15 - საწესდებო კაპიტალში უცხოური კაპიტალის მონაწილეობით.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30