17-10-2019
„მუხრან მაჭავარიანის ცნობილ ლექსს ხუმრობით ალბათ, დაემატებოდა სიტყვები: "გადადიოდა ხელიდან ხელში", - ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე წერილთან დაკავშირებით მამუკა ხაზარაძის განცხადებას ეხმაურება.
„რადგან 120 ანაბეჭდია, ლოგიკა ალბათ, იმაში მდგომარეობს, რომ ერთ-ერთი გიორგი გახარიასი აუცილებლად იქნება. ასეთ ლოგიკურ მარაზმამდე მივდივართ და ამ ლოგიკას დარწმუნებული ვარ, შემთხვევით არ ავითარებენ, არამედ იმის საპასუხოდ, რომ გუშინ გავრცელდა ძალიან კომპეტენტური საერთაშორისო ექსპერტების დასკვნა, რომლის მიხედვითაც პროკურატურას ჰქონდა მყარი საფუძველი, რომ ამ ადამიანებს წარდგენოდათ ბრალი. აქედან გამომდინარე, დღეს ახალ თემას იგონებენ, რომ ავტორიტეტული დასკვნა გადაფარონ რამენაირად",- განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, „გიორგი გახარიას მიერ გაგზავნილ მუქარის“ წერილზე ლონდონიდან დასკვნა ჩამოვიდა. მისივე თქმით, წერილზე აღმოჩენილია 120 ანაბეჭდი, რომელიც საჭიროა პროკურატურამ ბაზაში შეამოწმოს და შესაბამისი პირების იდენტიფიცირება მოახდინოს.