გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დიმიტრი ხუნდაძე: კალაძის მთელი ბიოგრაფია, რომელსაც საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს, არის წარმატების ისტორია

17-10-2019

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი დიმიტრი ხუნდაძე თბილისის მერის შესახებ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.

„თუ კი ვინმეზე შეიძლება ითქვას, რომ მან თავისი შრომით მიაღწია წარმატებას, ეს კახა კალაძეა. მთელი მისი ბიოგრაფია, რომელსაც ძალიან კარგად იცნობს ჩვენი საზოგადოება, არის წარმატების ისტორია. წლების განმავლობაში გულშემატკივრები თვალს ადევნებდნენ, თუ როგორც მიიწევდა ის ნაბიჯ-ნაბიჯ საკუთარი მიზნისკენ. ამ მიზანმიმართულობის გამო დაიმსახურა აღიარება და პატივისცემა. ვფიქრობ, რომ კითხვები მისი ქონების წარმომავლობასთან დაკავშირებით პოლიტიკური სპეკულაციაა და მეტი არაფერი. ოპონენტების ძალიან სუსტი თავდასხმა. სუსტი იმიტომ, რომ გაცილებით მაღალი წარმოდგენა მაქვს ჩვენ ამომრჩეველზე და მიმაჩნია, რომ ასეთი პრიმიტიული სიცრუით მას ვერ მოატყუებ“, - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930