18-10-2019
„ლელოს“ დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ მედიასა და საზოგადოებას მოძრაობის 12 ახალი წევრი წარუდგინა.
„1 თვის განმავლობაში 1 500 აქტიური წევრი გვყავს როგორც საქართველოში, ისე ემიგრანტებში. ჩვენ გავაგრძელებთ ამ წევრების წარდგენას. იმ მოქალაქეების, რომლებმაც საკუთარ საქმეში მიაღწიეს წარმატებას. ჩვენ გაგვაერთიანა ცვლილებების იდეამ. ე პროცესი გაგრძელდება იქამდე, სანამ ყველა სფეროს არ შევეხებით, რომელსაც უჭირს“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
მოძრაობა „ლელოს“ წევრების სია ასეთია:
1. კახა ხაზარაძე
2. ნატალია ბარათელი
3. ლევან ქოქიაშვილი
4. ვაჟა სამადბეგიშვილი
5. ლაშა მარგიანი
6. მარიამ თავაძე
7. ალექსანდრე რატიშვილი
8. ლევან ლომთაძე
9. გიორგი ბიჭიაშვილი
10. გიორგი მჭედლიშვილი
11. ირაკლი კუცია
12. მარი აფრასიძე.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძემ „ლელოს“ პირველი პრეზენტაცია 12 სექტემბერს გამართა.