გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გური სულთანიშვილი, ბაჩო ოდიშარია: სიშლეგით შეგვიძლია, ავხსნათ ნაციონალების მხრიდან დაწყებული დისკუსია, რა ბედი უნდა ეწიოს ბიძინა ივანიშვილს

18-10-2019

„სიშლეგით შეგვიძლია ავხსნათ ნაციონალების მხრიდან დაწყებული დისკუსია, რა ბედი უნდა ეწიოს ბიძინა ივანიშვილს - დაიჭირონ თუ შეიწყალონ - ამბობენ ანალიტიკოსები გური სულთანიშვილი და ბაჩო ოდიშარია ინტერნეტტელევიზია POSTV-ის ანალიტიკურ გადაცემაში.

მათი თქმით, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები, საკუთარ გამოგონილ, საოცნებო რეალობაში ცდილობენ ვნებების დაკმაყოფილებას.

„სიმულაკრი ესაა სიტუაცია, როდესაც ასლი ფარავს, ცვლის, რეალობას და აქრობს საფუძველს. ზუსტად სიმულაკრით შეგვიძლია ავხსნათ ნაციონალების მხრიდან დაწყებული დისკუსია, იმის თაობაზე თუ რა ბედი უნდა ეწიოს ბიძინა ივანიშვილს - დაიჭირონ თუ შეიწყალონ. როდესაც ამ აზრს უთმობენ ეთერებს, სერიოზული სახეებით მსჯელობენ ნაციონალების ლიდერები, ეს სხვა არაფერია თუ არა სიმულაცია, რომელსაც საფუძველი არ გააჩნია. ესაა პოლიტიკური სიგიჟის და თამაშის ერთგვარი სინთეზი, სადაც ნაციონალური მოძრაობის წევრები, საკუთარ გამოგონილ, საოცნებო რეალობაში ცდილობენ ვნებების დაკმაყოფილებას” - მიიჩნევენ ანალიტიკოსები.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930