23-10-2019
"ბერას და მის ოჯახს უამრავი სიკეთე აქვს გაკეთებული ამ ქვეყნისთვის და ეს ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის იმათაც, ვინც ასე თავგამოდებული ლანძღავს ივანიშვილების ოჯახს. საკუთარი ჯიბიდან გაწეული ქველმოქმედება რატომ უნდა ხდებოდეს ასეთი აჟიოტაჟის საგანი?!“,- ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ სოციალურ ქსელში დაწერა.
სოფო კილაძე ბერა ივანიშვილის მიერ ამაზონის ტყის ხანძრის შედეგებთან საბრძოლველად თანხის გადარიცხვას გამოეხმაურა.