24-10-2019
"ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს 3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული საქველმოქმედო საქმიანობაში საქართველოში, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მისი ქველმოქმედების არეალი არ იზღუდება“,- ამის შესახებ ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა განაცხადა.
„3 მილიარდ დოლარზე მეტი აქვს დახარჯული ბიძინა ივანიშვილს და მის ოჯახს საქველმოქმედო საქმიანობაში საქართველოში, მაგრამ ყველამ ვიცით, რომ მისი ქველმოქმედების არეალი არ იზღუდება. სამწუხაროდ არამატრო ამაზონის ტყეების დახმარების ნაწილში ვისმენთ ხოლმე კრიტიკას, არამედ იმ საქველმოქმედო პროექტების მიმართაც, რომელიც საქართველოშიც ხორციელდება. სამწუხაროდ, ძალიან ხშირი გახდა დაუსაბუთებელი კრიტიკა ბატონი ბიძინას და მისი ოჯახის, მხოლოდ იმის გამო, რომ ეს არის პოლიტიკურად მომგებიანი“,- განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.