გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად მიიჩნია იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ექსტრადირებასთან დაკავშირებით

24-10-2019

"ამ საქმესთან დაკავშირებით ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად მიიჩნია იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ექსტრადირებასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა სუმბაევის მხარის პოზიცია“,- ამის შესახებ ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დეპუტატმა რატი იონათამიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია თავისი პოლიტიკური ინტერესებით ცდილობს ამ საქმის გამოყენებას.

,,ჩემთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად მიიჩნია იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება ექსტრადირებასთან დაკავშირებით და არ დააკმაყოფილა სუმბაევის მხარის პოზიცია. მე არ მიკვირს, რომ ოპოზიცია თავისი პოლიტიკური ინტერესებით ცდილობს თუნდაც ამ საქმის გამოყენებას, ეს ჩემთვის ნიშნავს იმას, რომ მათ ორმაგი სტანდარტი გააჩნიათ სტრასბურგის სასამართლოს მიმართ, რაც ევროპული ღირებულებების მიმართ ორმაგ სტანდარტს ნიშნავს. ამ საქმესთან დაკავშირებით, ზუსტად თუ ჩვენ ვისაუბრებთ ადამიანის უფლებების მხრივ , გადამწყვეტია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელმაც კანონიერად სცნო საქართველოს იუსტიციის მინისტრის გადაწყვეტილება, სხვა მანიპულაციები ამ საკითხთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ოპონენტების მხრიდან, მიუთითებს ორმაგ სტანდარტზე როგორც სტრასბურგის სასამართლოს , ასევე ევროპული სასამართლოების მიმართ“,- განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930