28-10-2019
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის თამარ ჩუგოშვილის „პალიტრანიუსის“ გადაცემაში 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
"ივანიშვილის შნირებს ყველაფერი პირიქით აქვთ-ნაციონალური მოძრაობა ერთადერთია ვისაც საქართველოს აშენება შეუძლია. ხოლო ივანიშვილს სწორედ ამის ეშინია, ვინაიდან ახალი აღმშენებლობის ეპოქა ყველაზე დიდი სასჯელი იქნება 8 წლიანი ნგრევის "კონსტრუქციული" შემოქმედისთვის. ამ პასაჟიდანაც კარგად ჩანს თუ რა თამაშს თამაშობენ ზოგიერთი "ოპოზიციური" ჯგუფები. საქართველოში უნდა გათენდეს"-წერს სააკაშვილი "ფეისბუქის" გვერდზე.
შეგახსენებთ, პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ქალაქი“ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით დასმულ კითხვას ასე უპასუხა: "თუ ჩვენ ვერ ავიღებთ უმრავლესობას, მაგრამ ახლოს ვიქნებით, იმედი მაქვს, რომ გამოჩნდება პროდასავლური ძალა, პოლიტიკური პარტია, რომელთანაც გვექნება თანამშრომლობის სურვილი". ამასთან, ჟურნალისტის კითხვაზე, არის თუ არა „ნაციონალური მოძრაობა“ პროდასავლური ძალა, თამარ ჩუგოშვილმა განაცხადა, რომ პარტია არის „სრულიად დესტრუქციული, გარკვეულწილად რადიკალური ძალაც“.