გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ ტურისტულ პროექტებში ორი კომპონენტი - მოგების და მაღალი რენტაბელობის ამოცანები, საერთოდ არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული

4-11-2019

„ჩვენს ტურისტულ პროექტებში ორი კომპონენტი - მოგების და მაღალი რენტაბელობის ამოცანები, საერთოდ არ არის დასახული ან მეორეხარისხოვნად არის მიჩნეული“- ამბობს „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი ჟურნალ „Entrepreneur“-თან ინტერვიუში.

მისი თქმით, მოგებაზე გასვლის ვადაც ხომ რენტაბელობის ერთ-ერთი მდგენელია. სწორედ ამიტომ ჩამოყალიბდა ცალკე სტრუქტურად „ტურიზმის განვითარების ფონდი“, რომელსაც „თანაინვესტირების ფონდის“ სხვა პროექტებისგან განსხვავებით, უშუალოდ მისი ოჯახი უწევს კოორდინირებას.

„მოგეხსენებათ, თანაინვესტირების ფონდს“, რომელსაც სრულად ჩვენი ოჯახი აფინანსებს, ეფექტური მენეჯმენტი მართავს და ეს ფონდი, თავისი კუთხით, ძალიან სასარგებლო საქმიანობას ეწევა ქართული ბიზნესის მხარდასაჭერად, რაზეც აქ დეტალურად არ შევჩერდები, მაგრამ მას, ძირითადად, სხვა სპეციფიკა აქვს და ბიზნესის უნივერსალური კრიტერიუმებით დასაბუთებულ პროექტებს ეხმარება. „ტურიზმის ფონდის“ პროექტები კი, სოციალურად ორიენტირებული და დაბალრენტაბელურია, რაც გარკვეულ დისკომფორტს უქმნიდა „თანაინვესტრების ფონდის“ მენეჯმენტს და ამიტომ გამოვაცალკევეთ. სხვათა შორის, ტურიზმის ცალკე მიმართულებად გამოყოფის იდეა ჩემს მეუღლეს, ეკას ეკუთვნის და დრომ აჩვენა, რომ ეს ოპტიმალური გადაწყვეტილება იყო” - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა

მისი თქმით, „ანბანური ჭეშმარიტებაა, რომ სამეწარმეო საქმიანობის საბოლოო მიზანი - მოგებაა.

„ბიზნესის თვალსაზრისით, ის ინვესტიცია ითვლება ეფექტურად, რომელიც მაღალი რენტაბელობით გამოირჩევა და თუ რენტაბელობა მოკლე დროში იქნა მიღწეული, ინვესტიციის ეფექტურობის მაჩვენებელი საგრძნობლად იზრდება. ასეთია ბიზნესის შეფასების კრიტერიუმები და ეს თქვენ, ვინც ბიზნესზე წერთ, მშვენივრად იცით” -აცხადებს ბიძინა ივანიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930