გაიგე განსხვავებული

ოთხშაბათი, ივნისი 25, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„რატომ იქცა საქართველო ნატურალური ღვინის ცხელწერტილად?“- „Guardian“ ქართულ ღვინოზე სტატიას აქვყენებს

28-02-2018

„რატომ იქცა საქართველო ნატურალური ღვინის ცხელწერტილად?“- ამ სათაურით ბრიტანული გამოცემა „Guardian“ ქართული ღვინის შესახებ სტატიას აქვეყნებს.

„Guardian“-ის სტატიაში საუბარია ქვევრსა და მის დანიშნულებაზე.

როგორც გამოცემა წერს, ქვევრი საქართველოში ყველგანაა და მას დამთვარილებელი შეხვდება როგორც სუვენირების სახით, ასევე მაისურებსა და სხვადასხვა ნივთზე.

„ქვევრს საქართველოში ვერსად აცდებით, ის აქ ყველგან არის. მათ შორის სუვენირების სახით თბილისის ტურისტულ მაღაზიებში. თიხისგან დამზადებული ღვინის ჭურჭლის გამოსახულებას იხილავთ მაისურებზე და სხადასხვა ნივთებზე. ქვევრის გამოსახულებას დაინახავთ გზებზეც, ბილბორდებზე, ასევე პატარა კაფეებში, ბარებში, სასტუმროებში, ნამდვილ ქვევრს კი ღვინის ტურებში იხილავთ
ქვევრი ეს უნივერსალური ჭურჭელი უფრო მეტია ვიდრე მასშტაბური ტურისტული მარკეტინგი. ეს არის მსოფლიოში უძველესი ღვინისმწარმოებელი ქვეყნის სიმბოლო, რითაც ქართველები ძალიან ამაყობენ
არქეოლოგებმა თბილისის სამხრეთით ქვევრის ფრაგმენტები აღმოაჩინეს, რომელიც 8 ათასი წლით თარიღდება“-ნათქვამია სტატიაში.


https://www.theguardian.com/lifeandstyle/2018/feb/25/georgia-natural-wines


ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30