გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
რატი იონათამიშვილი: მჯერა, მომავალი წლის არჩევნებზე ჩვენ მყარი უმრავლესობით მოვალთ

6-11-2019

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის
მოადგილის, რატი იონათამიშვილის განცხადებით, მთავარი ცვლილება, საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ, მოსახლეობასთან აქტიური კომუნიკაცია და ქვეყნის უკეთეს ხვალინდელ დღეზე ერთად ზრუნვაა.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ხელისუფლება სამუშაო დროის უდიდეს ნაწილს არ ატარებდეს კაბინეტებში, ვიყოთ გარეთ, შევხვდეთ და ვესაუბროთ ჩვენს მოქალაქეებს. სწორედ ამ მიზნით, დეპუტატები, მინისტრები, მოადგილეები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები სოფელ-სოფელ დავდივართ, ვხვდებით და ვესაუბრებით მოსახელობას, სადაც, ერთის მხრივ, ადგილზე ვწყვეტთ პრობლემებს, მეორეს მხრივ, კი ვადგენთ ჩვენს სამუშაო გეგმას.

მაგალითისთვის, ბოლო 6 თვის მანძილზე 1000-მდე შეხვედრა გაიმართა. მომავალში, შეხვედრები ჩვენს მოქალაქეებთან კიდევ უფრო გაიზრდება. მეც დაგეგმილი მაქვს რეგიონებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანებს შევხვდე, რადგან ჩემი საპარლამენტო მანდატი, პირველ რიგში, მათ ეკუთვნით, მე კი მათ წინაშე ანგარიშვალდებული ვარ’’ - აღნიშნა კომიტეტის თავჯდომარის მოადგილემ.

მისივე თქმით, მოსახლეობასთან აქტიურ კომუნიკაციას ხედავს და აფასებს საზოგადოება, რაც ლაგოდეხის საკრებულოს შუალედურ არჩევნებში დადასტურდა, სადაც „ქართულმა ოცნებამ“ 84 %-ანი მხარდაჭერით გაიმარჯვა.

„პოლიტიკაში ყველაზე მნიშვნელოვანი საზოგადოების ნდობაა და მე მჯერა, მომავალი წლის საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი გუნდი მყარი უმრავლესობით მოვა“ - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930