6-11-2019
დედაქალაქის გარკვეულ დასახლებებს და ქუჩებს ხვალ ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდება.
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10 საათიდან 18 საათამდე შეზღუდვა სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), დიდი დიღმის I, III, IV მიკრორაიონების, პეკინის გამზირის, ბერი გაბრიელ სალოსის, მარჯორი უორდროპის, აჰმედ ჯავადის, მიკოლა ბაჟანის, მეგობრობის, ჩოლოყაშვილის, გრიგოლ აფშინაშვილის, არტურ ლაისტის, მიხეილ თამარაშვილის, ლიხაურის, ბასილაიას, ფანასკერტელ-ციციშვილის, პეტრე იბერის და დემეტრე თავდადებულის ქუჩების მაცხოვრებლებს შეეხება.
11 საათიდან 18 საათამდე ვერ მიიღებენ ელექტროენერგიას დაბა წყნეთის (ნაწილობრივ), კახეთის გზატკეცილის, თვალჭრელიძის, დავითაშვილის და დამენიას ქუჩების მაცხოვრებლები, 11 საათიდან 15 საათამდე ვარკეთილი-3 ზემო პლატოს II მიკრორაიონის მაცხოვრებლები, ხოლო 10 საათიდან 16 საათამდე კოსტავას, სიმონ ჩიქოვანის და ვიქტორ დოლიძის ქუჩების მაცხოვრებლები.
ასევე გეგმიურ-პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11 საათიდან 17 საათამდე შეზღუდვა ილია ოდიშელიძის, აქვსენტი ნაჭყებიას, ვაზისუბნის, ლვოვის, ლუქსემბურგის, ონიაშვილის, ყუშიტაშვილის, კანდელაკის, ტაშკენტის, ზოვრეთის, ოდესის და ზემო ვეძისის ქუჩების მაცხოვრებლებს, 11 საათიდან 14 საათამდე ალმასიანის, ალექსიძის, ბერბუკის და პავლე ასლანიდის ქუჩების მაცხოვრებლებს, 10 საათიდან 17 საათამდე ვარკეთილი-3 დასახლების მაცხოვრებლებს, 12 საათიდან 13 საათამდე კი შევჩენკოს ქუჩის მაცხოვრებლებს შეეხება.