გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
განათლების მინისტრის პოსტზე სამი კანდიდატურა განიხილება

8-11-2019

განათლების მომავალი მინისტრის ვინაობა ამ დრომდე უცნობია.

არსებული ინფორმაციით, ამ

თანამდებობაზე სამი კანდიდატურა განიხილება. მათ შორისაა დევნილთა ყოფილი მინისტრი სოზარ სუბარი, გამოცდების ეროვნული ცენტრის ყოფილი დირექტორი, მაია მიმინოშვილი და მილენიუმ ჩელენჯის ხელმძღვანელი მაგდა მაღრაძე.

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ანრი ოხანაშვილის განცხადებით, მას მინისტრობის კანდიდატთან დაკავშირებით გარკვეული ინფორმაცია აქვს, თუმცა ამბობს, რომ განათლების მომავალი მინისტრის დასახელება მთავრობისა და პრემიერის კომპეტენციაა.

„ მიხეილ ბატიაშვილის შემცვლელთან დაკავშირებით, მე შესაძლოა მქონდეს გარკვეული ინფორმაცია, თუმცა ეს არის პრემიერ მინისტრის კომპეტენცია და შესაბამისად არ ვაჟღერებ.

პრემიერ მინისტრი არის ის უფლებამოსილი პირი, რომელმაც უნდა ისაუბროს ამ ცვლილებაზე. ჩვენ შესაძლოა გვქონდეს კონსულტაციები, რის შესახებას პრემიერ მინისტრისგან შეიტყობთ’’ - განაცხადა მთავართან საუბრისას ანრი ოხანაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ მაია მიმინოშვილი გავრცელებულ ინდორმაციას ამ დროისთვის უარყოფს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930