11-11-2019
,,არასოდეს თქვა არასოდეს’’ - მეუფე პეტრე პოლიტიკაში მოსვლას არ გამორიცხავს. ამის
შესახებ მან გადაცემა ,,კვირის აქცენტებთან’’ ინტერვიუში ისაუბრა.
„დღევანდელი მღელვარების გათვალისწინებით, სადაც დასჭირდება მრევლს იქ ვიქნები. მიუხედავად იმისა, რომ მღვლდელმთავრობიდან განმაყენეს, პირიქით, უფრო მეტად მიმაჩნია, რომ ხალხის სამსახურში ჩავდექი“-განაცხადა პეტრე ცაავამ.
პეტრე ცაავას მღვდელმთავრობიდან განყენების შესახებ გადაწყვეტილება წმინდა სინოდმა 31 ოქტომბერს მიიღო.