გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან აკინი ახალ სკანდალში ეხვევა - საავტორო უფლებებიც დარღვეულია? - "ალიას" ექსკლუზივი

12-11-2019

ამერიკაში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი, რუსუდან წერეთელი, "ალიას" ექსკლუზიურ ინფორმაციას აწოდებს.

ფილმი "და ჩვენ ვიცეკვებთ" ახალ სკანდალში ეხვევა, როგორც აღმოჩნდა, ამ სათაურით უკვე არსებობს წიგნი და ეს წიგნი უკვე გაყიდვაშია.

ფილმის რეჟისორს და პროდიუსერს, აქამდე არ უხსენებით არც ერთ ინტერვიუში, რომ ფილმის სცენარისთვის, ან სახელისთვის - ვინმეს ნამუშევარი გამოიყენეს.

 

 

რუსუდან წერეთელი:

"წიგნი ყოფილა, რომლის ავტორიც არის ჰენრი ალფორდი...  წიგნი გასართობი შინაარსისაა.

საავტორო უფლება ააქვს პატივცემულ აკინს ამ წიგნის სახელწოდებას რომ იყენებს?

ამაზონზე შეგიძლიათ შეიძინოთ წიგნი.

ანოტაცია ამბობს რომ წიგნი არის ცეკვაზე და გასართობი ხასიათისაა. ეს არ არის დრამა და ანოტაციაში არ არის საუბარი იმაზე, რომ წიგნი იყოს ჰომოსექსუალ წყვილზე.

ავტორი ყვება მსოფლიო საცეკვაო ხელოვნებაზე და მათ შორის ანოტაციაში მოხსენიებულია ჯორჯ ბალანჩინიც, სავარაუდოდ იგულისხმება გიორგი ბალანჩივაძე."

ქალბატონი რუსუდანი დაგვპირდა, რომ აუცილებლად დაუკავშირდება წიგნის ავტორს და ჩაწერს მას "ალიას" მკითხველისთვის.

მანამდე კი, ფილმი "და ჩვენ ვიცეკვებთ, რომლის სარეკლამო ბანერიც კი, წიგნის ყდას ჰგავს ფერით, სათაური კი იდენტურია - კიდევ ერთ სკანდალში ეხვევა. აკი, სცენარი საქართველოს და თბილისის სიყვარულით დაიწერაო?

ვისია სცენარი სინამდვილეში? გადაკეთებული, თუ არა სცენარი?

დაირღვა თუ არა საავტორო უფლება? - როგორც უკვე გაცნობეთ, ქალბატონი რუსუდანი ამ კითხვებზე პასუხის მოპოვებას ეცდება.

 

 

 


"ალია"

 

 

 

 

 

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930