13-11-2019
სტრიმინგული სერვისი HBO სერიალ „მეგობრების“ სპეციალური ეპიზოდის გადაღების შესახებ მოლაპარაკებებს მართავს.
გამოცემის წყაროების ინფორმაციით, მოლაპარაკებებში მონაწილეობენ სერიალის სცენარისტები დევიდ კრეინი და მარტა კაუფმანი, აგრეთვე „მეგობრების“ ექვსივე მთავარი მსახიობი: ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოკსი, ლიზა კუდროუ, მეტ ლებლანი, მეთიუ პერი და დევიდ შვიმერი.
ოქტომბრის ბოლოს ცნობილი გახდა, რომ სერიალ „მეგობრების“ მსახიობები ახალ პროექტზე მუშაობენ. „მეგობრები“ 1994-2004 წლებში გადიოდა და ამერიკული ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო კომედიურ სერიალად ითვლება.
https://imedinews.ge/ge/kultura/121129/hbo-serial-megobrebis-akhali-epizodis-gadagebis-shesakheb-molaparakebebs-martavs
« ივნისი 2025 » | ||||||
---|---|---|---|---|---|---|
ო | ს | ო | ხ | პ | შ | კ |
1 | ||||||
2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 |
9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 |
16 | 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 |
23 | 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 |
30 |