13-11-2019
საკანონმდებლო ორგანოში გამართულ სხდომაზე პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს დაუპირისპირდა.
კობახიძის თქმით, ნაცმოძრობა უნდა გაქრეს და გაქრება კიდეც, ოღონდ გაქრება სწორედ პროპორციული სისტემის პირობებში.
„ჩვენ უნდა ვუზრუნველყოთ, რომ ვერცერთმა ამ ფლანგმა, ვერც ნაცებმა, ვერც შმაცებმა და ვერც შმაცუნებმა ორნიშნა მაჩვენებელი ვერ დადონ. ამათ არც ღირებულებები აქვთ, არც პრინციპები, ესენი შედიან კოალიციაში პრორუსულ ძალებთან, ბოლომდე იშიფრებიან და ეს მათი ლუსტრაციაა. ჩვენი მიზანია, რომ კოალიცია არ დაგვჭირდეს და ავიღოთ ბევრად მეტი, ვიდრე 50 პროცენტი“ - განაცხადა კობახიძემ.
პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს ბერბიჭაშვილები უწოდა, დეპუტატ ლევან გოგიჩაიშვილს კი დაპირდა, რომ მის სიტყვებს ანანებს.
„შენც გიგლა ბერბიჭაშვილი ხარ ლევან, ამიტომ ხარ ტანდემში ნაცებთან. არ შეგრჩება ეგ სიტყვები, განანებ მაგრად’’ - მიმართა ირაკლი კობახიძემ ლევან გოგიჩაიშვილს.
„თქვენ ხართ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც სამი თვის წინ იჭრებოდით პარლამენტში და ხელისუფლების გადატრიალებას აწყობდით. ნაცმოძრაობა არის სახელმწიფოს და ეკლესიის მტერი ძალა“ - განაცხადა კობახიძემ.