გაიგე განსხვავებული

კვირა, ნოემბერი 09, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
„ქართული ოცნების“ ოფისში უმრავლესობა შეიკრიბება

15-11-2019

პარტია „ქართული ოცნების“ ოფისში ხვალ უმრავლესობის სხდომა გაიმართება. ამის შესახებ

ჟურნალისტებთან საუბრისას პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ განაცხადა.
ჯერ-ჯერობით, შეხვედრის თემა ამ დრომდე უცნობია. სავარაუდოდ განხილვის თემა უმრავლესობის წევრთა ნაწილის წასვლის შემდგომი კონფიგურაცია იქნება.

აღსანიშნავია,რომ უმრავლესობის ყოფილი დეპუტატები ახალი ფრაქციის შექმნას არ გამორიცხავენ.

საქართველოს პარლამენტმა, მომავალ წელს არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებასთან დაკავშირებულ საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი ჩააგდო.

პროპორციული სისტემის მიღების შესახებ კანონპროექტს 101-მა დეპუტატმა მხარი დაუჭირა, ხოლო 3 წინააღმდეგი იყო, რის შედეგადაც კანონპროექტი ჩავარდა.

პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილების გამო, პროტესტის ნიშნად, მმართველი გუნდის წევრთა ნაწილმა უმრავლესობა დატოვა.

სხდომა პარტიის ოფისში ხვალ 11 საათზე გაიმართება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930