გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა კალაძე: ოპოზიცია დესტრუქციულად მოქმედებს და შესაბამისად, როდესაც კანონი ირღვევა, მას აუცილებლად მოყვება შესაბამისი რეაგირება

19-11-2019

„სამართალდამცავი სტრუქტურების მხრიდან ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია“- ეს
განცხადება თბილისის მერმა და მმართველი პარტიის გენერალურმა მდივანმა, კახი კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას გააკეთა.

კალაძემ ოპონენტები გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ ოპოზიცია დესტრუქციულად მოქმედებს და შესაბამისად, როდესაც კანონი ირღვევა აუცილებლად მოყვება შესაბამისი რეაგირება.

მისივე თქმით, არანაირ ძალის გადამეტებას ადგილი არ ჰქონია.

„ვიმეორებ, ყველა, ოპოზიციაც და ხელისუფლებაც უნდა მოიქცეს კანონის ჩარჩოებში. გამოხატვის თავისუფლებას ვერავინ შეზღუდავს, ამის უფლებას არც ხალხი და არც ჩვენ, არავის მივცემთ. გამოხატვის თავისუფლება უნდა იყოს კანონის ფარგლებში. ბლოკირება და გზის გადაკეტვა მაშინ, როდესაც ამის აუცილებლობა არ არის, კანონის დარღვევაა. შესაბამისად, სამართალდამცავებმა რეაგირება მოახდინეს. არავინ არავის უშლის გამოხატოს საკუთარი აზრი, მაგრამ როდესაც ადამიანების იმდენი რაოდენობა არ არის, რომ გზის გადაკეტვა აუცილებლობას წარმოადგენდეს, ეს არის კანონის დარღვევა!განაცხადა კალაძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930