"გუშინ მშვიდობიანი პიკეტის ძალადობრივი ფორმით დაშლის შემდეგ, პარლამენტის თავმჯდომარემ სამარცხვინო განცხადება გააკეთა. არავინ არ აპატიებს ხალხზე ძალადობას ივანიშვილს და "ქართულ ოცნებას". როგორც არ უნდა გამოიყენონ ძალა ეს პარლამენტი არის ბოქლომდადებული. აქ სხდომა არ გაიმართება.
"ნაციონალური მოძრაობის" ფრაქცია პლენარული სხდომის მუშაობას უცხადებს ბოიკოტს. არ დავუშვებთ, რომ ივანიშვილმა და მის გუნდმა კვლავ იძალადოს ხალხზე",- განაცხადა გოცირიძემ.