19-11-2019
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე და უმრავლესობის ლიდერი გიორგი ვოლსკი, „მთავარი არხის“ დირექტორის, ნიკა გვარამიას ფეისბუქ სტატუსს ეხმაურება, სადაც ის უმრავლესობის წარმომადგენლებს უშვერი სიტყვებით მოიხსენიებს და მათ ანგარიშსწორებით ემუქრება.
მისი თქმით, მთავარი არხი არ არის ტელევიზია და მისი მენეჯმენტი ხეპრე ადამიანების თავყრილობაა.
„თქვენ არაფერი არ მკითხოთ გთხოვთ, რადგან თქვენ არ ხართ ტელევიზია. ეს არის ხეპრე ადამიანების თავყრილობა, რომლებიც გხელმძღვანელობენ თქვენ, წესიერ ადამიანს. ისინი ვერ არჩევენ რას ნიშნავს მედია, რას ნიშნავს პარტიული ქვედანაყოფი და ნორმალური ადამიანური საუბარი. თუ ეს საუბარი არ ესმით, კეთილი ინებონ და ნუ დამღლიან შეკითხვებით“ - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისივე თქმით, „მთავარი არხი“ არ არის წესიერი ადამიანებისთვის შესაფერისი ტელევიზია და ყველას, ვისაც თავმოყვარეობა აქვს, მთავარი არხის გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მიერ გავრცელებული პოსტის შემდეგ საკუთარ პოზიციას უნდა გამოხატავდეს.
მთავარი არხის გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ მმართველი გუნდის წევრებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და აგინა. ამის შესახებ მანდ საჯარო პოსტი საკუთარ ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.