გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი კახიანმა, შესაძლოა, ვიცე სპიკერის თანამდებობა დაიკავოს

20-11-2019

საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე გიორგი კახიანი შესაძლოა პარლამენტის ვიცე - სპიკერი გახდეს.

როგორც კახიანმა აღნიშნა, მიმდინარეობს კონსულტაციები თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ესა თუ ის თანამდებობები.

"გამომდინარე იქიდან, რომ დავდექით ასეთი რეალობის წინაშე მიმდინარეობს კონსულტაციები თუ ვინ შეიძლება დაიკავოს ამ თუ იმ კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა. ძალიან მალე ეს გახდება ცნობილი", - განუცხადა ტელეკომპანია "პირველს" კახიანმა.

ჟურნალისტის კითხვაზე განიხილება თუ არა თვითონ ვიცე სპიკერის პოსტზე - კახიანი ამბობს, რომ ამ ეტაპზე კონკრეტულს ვერაფერს ამბობს.

რაც შეეხება კომიტეტების თავმჯდომარეობის ვაკანტურ პოსტებს, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტს სავარაუდოდ, ირაკლი ბერაია დაიკავებს.

„გუნდის შეგნით მიმდინარეობს კონსულტაციები, მათ შორის ჩემთანაც, მას შემდეგ, რაც გუნდი მიიღებს გადაწყვეტილებას, ვისაუბრებთ“, - განაცხადა ბერაიამ.

ასევე ცნობილია, რომ ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის პოსტს უმრავლესობის წევრი რომან კაკულია დაიკავებს.

ცნობისთვის,  პარლამენტის ვიცე - სპიკერის თანამდებობები თამარ ჩუგოშვილმა და ზვიად ძიძიგურმა დატოვეს. ჩოგოშვილისა და ძიძიგურის თანამდებობების დატოვება პარლამენტის მიერ პროპორციულ საარჩევნო სისტემის ჩავარდნას უკავშირდება.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930