გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩაზე გზის კაპიტალური შეკეთება დასრულდა

21-11-2019

ნაძალადევის რაიონში, გორდის ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია დასრულდა. მოეწყო ბორდიური, ტროტუარი და გზის სავალ ნაწილზე ასფალტის ორფენიანი საფარი დაიგო. საგზაო ინფრასტრუქტურა ჯამში, 5 900 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა.

თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, ბოლო ეტაპის სამუშაოებს ნაძალადევის რაიონის გამგებელი ირაკლი ხელაძე თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ დავით ჭელიძესთან ერთად გაეცნო.

„დაახლოებით 50 წელია, რაც გორდის ქუჩაზე საგზაო სამუშაოები არ შესრულებულა. გზის საფარი მთლიანად ამორტიზებული იყო და ნალექიან ამინდში მოქალაქეებს ძალიან უჭირდათ გადაადგილება. ქუჩის კაპიტალური შეკეთება დავასრულეთ და რაც მთავარია, ადგილობრივი მოსახლეობა კმაყოფილია. რამდენიმე დღეში გორდის ქუჩაზე ხის ნერგებსაც დავრგავთ“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნული პროექტის განხორციელებისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ 325 000 ლარი დახარჯა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930