გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ხულოში, საცხოვრებელ სახლებში, გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია

22-11-2019

შინაგან სამქეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხულოში საცხოვრებელ სახლებში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ 112-ში შემოსული ინფორმაციის თანახმად ხულოში, სოფელ მეხალაშვილებში რამდენიმე საცხოვრებელი სახლი იწვოდა.

შეტყობინების მიღებისთანავე გამოძახებაზე რეაგირება მოახდინა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა. ადგილზე მისულ მეხანძრე-მაშველებს საკმაოდ რთული ვითარება დახვდათ - მჭიდროდ დასახლებულ ვიწრო უბანში იწვოდა 6 ხის, ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი.

არსებობდა ცეცხლის სხვა შენობებზე გავრცელების საფრთხეც, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის ჩაქრობა.

ამ დროისთვის ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მუშაობდა 6 სახანძრო სამაშველო ჯგუფი და 35 მეხანძრე-მაშველი. ფაქტზე გამოძიება 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით მინდინარეობს.

ხულოში იმყოფებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე",- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

"პია"

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930