გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია ვოლსკი: "ნაციონალური მოძრაობა" პროპორციულ საარჩევნო სისტემას ებრძოდა

22-11-2019

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა გია ვოლსკიმ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებები და ხელისუფლების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები გაიხსენა.

როგორც გია ვოლსკიმ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, „ნაციონალური მოძრაობა“ მმართველობის დროს, შერეული საარჩევნო სისტემის არა თუ შეცვლაზე არ ფიქრობდა, არამედ აფიქსირებდნენ, რომ ისინი მაჟორიტარული წესის გაუქმების წინააღმდეგები იყვნენ.

„მსურს, ერთი კარგად დავიწყებული ციტატა შეგახსენოთ - „პარლამენტის მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა, ყველა საკითხზე შესაძლებელია მოლაპარაკებები მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს შორის, საარჩევნო რეფორმაზე დაწყებული კონსულტაციების ფარგლებში, მაჟორიტარული არჩევნების სისტემის შეცვლის გარდა“.  ეს სიტყვები არ ეკუთვნის ჩვენს იმ კოლეგებს, რომლებმაც მხარი არ დაუჭირეს პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლას. ეს 2010 წლის 11 ნოემბერს მიხეილ სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებაა, სადაც ის ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის შეცვლის კატეგორიული წინააღმდეგია. საზოგადოებას კარგად ახსოვს „ნაციონალური მოძრაობის“ რეალური დამოკიდებულება პროპორციული საარჩევნო სისტემის მიმართ. თავი ვალდებულად მივიჩნიეთ, შევახსენოთ ისტორიული ფაქტები ახალგაზრდებს, რომელთაც „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის ხანა არ ახსოვთ და შესაძლოა, არ ჰქონდეთ ინფორმაცია მათი რეალური დამოკიდებულების შესახებ პროპორციულ საარჩევნო სისტემის მიმართ.

2003 წლის 2 ნოემბერს საქართველოში ჩატარდა რეფერენდუმი, რომლის შედეგების საფუძველზე განისაზღვრა, რომ 235 დეპუტატის ნაცვლად ქვეყანას 150 დეპუტატი უნდა აერჩია პარლამენტში. კონსტიტუციაში 2005 წლის 23 თებერვალს უკვე „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში სწორედ რეფერენდუმის საფუძველზე დაფიქსირდა, რომ საქართველოს პარლამენტი შედგება 150 დეპუტატისგან, რომელთაგანაც 100 პროპორციულია, 50 მაჟორიტარული წესით უნდა იქნეს არჩეული. 2008 წლის 12 მარტს, საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე თვით ადრე „ნაცინალურმა მოძრაობამ“ პროპორციული სისტემით ასარჩევი დეპუტატების რაოდენოება მნიშვნელოვნად, 25 %-ით შეამცირა მაჟორიტარების სასარგებლოდ. ანუ, ფაქტებზე დაყრდნობით ვაცხადებთ, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ არა თუ მხარს არ უჭერდა , არამედ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით ებრძოდა ამ იდეას“, - განაცხადა გია ვოლსკიმ.

pia

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930